ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?

AutoSharing Option
fmkorea.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა, კარიერა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ "უსლან ჰიუნდაიში" განაგრძოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩვენებურს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.

ეს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამ კონტინენტზე ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენს.

გასულ სეზონში "ჰიუნდაიმ" სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და "ჯეონბუკს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

"უსლან ჰიუნდაი" ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით 4 თებერვალს დაიწყება.

როგორც იცით, ყაზაიშვილი ბოლოს აშშ-ში "სან ხოსეში" თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ისე მეგობრებო , ჰიუნდაის გუნდია , წარმატებული აზიაში , ჩემპიონთა ლიგის აზიის გამარჯვებული , კაი ხელფასებით , ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეიძ₾ება მანდ ფულის შოვნასთან ერთად ))
ლშა
02 თებერვალი 2021 12:06
1
რა გინდათ! კორეის ჩემპიონატი:მაგალითად კვიპროის,უნგრეთის,ყაზახეთის,ალბანეთის და მსგავ ჩემპიონატებს კი სჯობს და რას დასცინიხართ! თან საათივით აწყობილი ქვეყანაა! თუ წაიყვანეს მადლობა უნდა თქვას!
gabo
02 თებერვალი 2021 11:37
1
სამხრეთში არა, ჩრდილოეთ კორეაში აჯობებდა ან ჩინეთში იქ უფრო მეტ ფულებს იხდიან!!! მთავარი სპორტული მხარე ხომ არ არის მთავარი ხომ ფულია, ბევრი ფული, ძალიან ბევრი ფუუუულიიი !!! მაგრამ რა ქნას მეტს ვერ ქაჩავს დააა!!!
?!
02 თებერვალი 2021 11:01
1
ევროპაში ეს არ უნდათ და არც ხიბლავს დიდად ევროპა,რადგან მოთხოვნები მაღალია.აზიაში კი თავისუფლად გააგორებს ბურთს,კორეის ჩემპიონატი ჩვენი დასაწუნი არაა.სისწრაფე დაკარგა და გაუქაჩავს კორეას,ეგეც საკითხავია.წარმატებები ვუსურვოთ,მაგრამ ამას ნამდვილად შეეძლო თავის დროზე კარგ ევროპულ გუნდში დამკვიდრება,მაგრამ რატომ წავიდა ამერიკაში?იქ ნაკლები მოთხოვნები იყო.
Master
02 თებერვალი 2021 08:48
0
კაცი აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდში გადადის და დაახურეთ თავზე, ყოჩაღ თქვენ. როტორში წასვლა უფრო მოგეწონებოდათ ალბათ.
emigranti
02 თებერვალი 2021 03:47
3
უსლანი არა ასლანი კიდევ ))) ულსან ჰიუნდაი ქვია გუნდს - სახელი მაინც გაარკვიეთ ნორმალურად, ვიდრე სტატიას დაწერთ :(
დათა თუთაშხია
02 თებერვალი 2021 01:14
0
არაა ეგ ფეხბურთელი, უბრალოდ ფულს აკეთებს და ეგაა. აცალეთ კაცს! ნაკრებში კი რა თქმა უნდა ეგეთების ადგილი არ უნდა იყოს
მეზარბაზნე
02 თებერვალი 2021 01:14
2
ეეჰ, არადა როგორ მომწონ(ს)და ვაკმენა... იქნებ და ჭორბიუროს ამბები იყოს ეს და რამე ნორმალური ვარიანტი მაინც ქონდეს, თუ სუპერ კარგი არა...
რა მაფიაა?
02 თებერვალი 2021 00:34
0
პაპუა ახალი გვინეა დაგვრჩა ასათვისებელი
Tazo
01 თებერვალი 2021 21:55
0
პირადად მე ეს კაცი სანაკრებოდ კაი ხანია არ მომწონს
ბაჩი
01 თებერვალი 2021 21:03
1
რას ამბობ კაიბიჭის დის მეუღლეა ტო
ავჭალიდან
01 თებერვალი 2021 21:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული