არაბიძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში დგება

AutoSharing Option
ნამდვილად სასიხარულოა 22 წლის ნახევარმცველ გიორგი არაბიძის დაბრუნება. "როტორში" ის კარგ გარემოში მოხვდა, თანამემამულეებიც დახვდნენ და რაც მთავარია, მწვრთნელმა ალექანდრ ხაცკევიჩმა ნდობა გამოუცხადა, რომელიც როგორც ეტყობა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

დღეს, თურქულ შეკრებაზე ვოლგოგრადულმა გუნდმა სოფიის "სლავია" 3:1 დაამარცხა, გიორგიმ კი შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. მას კარგა ხანი გაუცდა და რა თქმა უნდა, ჯერ ძველებურად ვერ ირჯება, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მხოლოდ დროის საკითხია.

62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, ხოლო "როტორის" სხვა ქ
ართველებს ამ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბევრი გაუცდა არაბიძეს, ახლა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს რო ფორმაში ჩადგეს,უნდა იშრომოს ბევრი, შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.საქართველოს ნაკრებს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები,ჯუღელი კარგ საქმეებს აქეთებს ქართული ფეხბურთისთვის,მან თითქმის ყველასგან დავიწყებული არაბიძე მიიყვანა საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში.
ziko
06 თებერვალი 2021 16:22
0
ვერც ბურთით იკლავენ თავს და რაც შეეხება უმრავლესობას, მათი მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია, რაც აისახება ხასიათზე და ყოველივე ეს თამაშის დონეზე და ფიზიკაზე, " როტორი"-ის დონე შეიძლება გაქაჩონ და სამწუხაროდ "პერსპექტიულ" ბიჭებად ბერდებიან, სამაგიეროდ BMW ხო ყავთ.
vaxo
06 თებერვალი 2021 11:55
1
არაბიძე უქმად იდგა. აშკარად არ აძლევდნენ პასებს.თვითონაც არ აქტიურობდა ძალიან. ვშიშობ თუ ასე გაგრძელდა ძირითადში არ ათამაშებენ.
ჯუბა
06 თებერვალი 2021 08:43
0
ჩემი აზრით ჩვენი ნაკრების და ფეხბურთელების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის, რომ არ იციან უბურთოდ თამაში მოედანზე დღეს ქართველ ფეხბურთელებს შორის სანთლით საძებნელია ფეხბურთელი რომელიც თამაშობს უბურთოდ.
არაბიძესაც აქვს ეს პრობლემა ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი აქვს მაგრამ არ არის მოძრავი მობილური გასაუმჯობესებელი აქვს სისწრაფეზე თამაში ახლა მართებს მაქსიმალური შრომა და მოდნომება რომ მწვრთნელს გაცნოს თავის თავი რომ ჩასვას შემადგენლობაში.
ზაზა
06 თებერვალი 2021 01:10
1
პასებს არ აძლევდნენ, ეგრე პელეს არაფერი გამოუვიდოდა....
darvini
05 თებერვალი 2021 23:54
1
ვააა, ზურიკელაც შევიდააა?
zurab
05 თებერვალი 2021 23:47
1
ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ აშკარად არ არის ფორმაში. ვერც ბევრი გააკეთა ერთი ორი კაი პასის გარდა და ბევრი ისეირნა. უკან ჩასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მოედნის შუა ხაზთან იდგა ცოტას წინ გაიძუნძულებდა და უკან მოსეირნობადა. თუ ამდენი მოუთმინეს ითამაშებს, მაგრამ მაგას თამაში არ ჰქვია.
Niko
05 თებერვალი 2021 23:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული