ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

არაბიძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში დგება

AutoSharing Option
ნამდვილად სასიხარულოა 22 წლის ნახევარმცველ გიორგი არაბიძის დაბრუნება. "როტორში" ის კარგ გარემოში მოხვდა, თანამემამულეებიც დახვდნენ და რაც მთავარია, მწვრთნელმა ალექანდრ ხაცკევიჩმა ნდობა გამოუცხადა, რომელიც როგორც ეტყობა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

დღეს, თურქულ შეკრებაზე ვოლგოგრადულმა გუნდმა სოფიის "სლავია" 3:1 დაამარცხა, გიორგიმ კი შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. მას კარგა ხანი გაუცდა და რა თქმა უნდა, ჯერ ძველებურად ვერ ირჯება, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მხოლოდ დროის საკითხია.

62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, ხოლო "როტორის" სხვა ქ
ართველებს ამ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ასევე დაგაინტერესებთ