ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აბურჯანია "კარტახენას" თავისი ყოფილი გუნდის ძლევაში დაეხმარა

AutoSharing Option
წარმატებულად ასპარეზობს გიორგი აბურჯანიას გუნდში ჩარიცხვის შემდეგ "კარტახენა" - გასულ ტურში სტუმრად "ხიხონს" დაუზავდა (0:0), დღეს კი საკუთარ მოედანზე ის "ოვიედო" დაამარცხა (2:0), რომელშიც ჩვენებური აქამდე იმყოფებოდა და არ ათამაშებდნენ.

გიორგი "ხიხონთან" 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ყოფილ გუნდთან კი შეუცვლელად და ძალიან კარგად ითამაშა.

"კარტახენამ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 24 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-17 ადგილზეა და 13 იანვარს "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლებს.