გიორგი მაკარიძემ მაგარი სეივებით "ალმერიას" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 თებერვალს ესპანეთის სეგუნდა დივიზონის 24-ე ტურში "ალმერია" გასვლაზე "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა და გიორგი მაკარიძის წყალობით სახლში 1 ქულა წაიღო.

საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი პირველ და მეორე ტაიმებში თითო-თითო ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მატჩის ბოლო წუთებზე აღებული დარტყმა გახლდათ.

"ალმერია" 53-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკრული თამაშობდა, 83-ე წუთზე გოლიც გაუშვეს, თუმცა 6 წუთში გაათანაბრეს. ქართველის გუნდი სეგუნდას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და "ლა ლიგაში" გადასვლისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი კარგ ფორმაშია და რაიმე ცუდი თუ არ მოხდა,ვფიქრობ ლა ლიგაში გადავა.წინა თამაშში,მატჩის დასასრულს,ტელეწამყვანმა,სულ სუპერ მაკარიძე იძახა და ახლაც ნორმალურზე უკეთ ითამაშა.გუშინ აბურჯანიას თამაშსაც ვუყურე,2-2,რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ.გიორგიმ 90 წუთი ითამაშა და პირველი გოლი მათ კარში,სამწუხაროდ მის შეცდომას მოჰყვა.ბოლო მცველის პოზიციაზე აღმოჩნდა და პასის მომენტში,უკან ჩარჩა.თავდამსხმელმა, ბურთი მეკარეს გადააცდინა და კარისკენ მიგორავდა,თუმცა კარის ხაზზე,აბურჯანიამ მიასწრო და ბურთს ფეხი წაჰკრა.ბურთი ძელს მოხვდა და იქიდან მოედანზე დაბრუნებულს,ისევ მეტოქემ მიასწრო.ვერ ვიტყვი,რომ თამაშის დროს,ძალიან ჩანდა,მაგრამ არ შეუცვლიათ და ეს მისთვის,მგონი პირველი სრული თამაში იყო.არც ეს არის დასაწყისისათვის ცუდი.სხვები ძალიან ბევრს დარბიან.ფორმას კიდევ აკრეფს და ტექნიკაც არ აკლია.ასე რომ ნაკრებისათვის,ალბათ ნორმალურ ფორმაში ჩადგება.
სოსო
15 თებერვალი 2021 12:34
0
აი კაცი და სპორცმენი ესაა, სადაც გადავიდა ყველგან დაამტკიცა!!! არა და მეორე მეკარედ მოიაზრებდა ყველა.
გულშემატკივარი
07 თებერვალი 2021 17:23
0
ძალიან მაგარი იქნება თუ ლა ლიგის გუნდის კარის ძირითადი მეკარე ქართველი იქნება.ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელია,მაგრამ როგორც ვხედავთ არა შეუძლებელი.მიდი გიო და მიდი ალმერია.წელს ქართველების კლუბებიდან ყველაზე მეტად ალმერიას ვქომაგობ.
master
07 თებერვალი 2021 14:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული