"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის შესახებ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ლაზარეთში კვლავ რჩება გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმირებულებს შორის ასევე არიან ოჯიჯა ოფოე და დე ბრუინი.

კარგი ამბავს ის მაქვს, რომ დაგვიბრუნდნენ კასტრო-მონტესი და ჰანჩე-ოლსენი", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.

საინტერესოა, რომ 16 იანვარს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ვანჰაეზბრუკმა ისაუბრა, სადაც თქვა, ჩვენებურის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ალბათ, მოედანსაც მალე დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ბიჭს აქვს უდიდესი პოტენციალი მას შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და ყველამონაცემი აქვს ამისთვის. მთავარია იყოს ჯამრთელად იშრომოს და რათქმაუნდა ხელის შეწყობაც სჭირდება დარწმუნებული ვარ ხელსაც შეუწყობენ, ბევრი ქართველი ტალანტი ყოფილა, რომლებიც გამოჩენილან 18 20 21 წლის ასაკში მაგრამ ვერ ითამაშეს იმ დონეზე რა დონეზეც გვეგონა რომ ითამაშებდნენ ზოგმა ტრამვების გამო ზოგმა ხასიათის და მენტალობის გამო ზოგმა არასწორი გადაწყვეტილების გამო,მაგრამ მე მათ გიორგის არ ვადარებ მე როგორც ვიცი ძალიან მშრომელი ბიჭია არც კომფლიქტური ადამიანი არ არის და ისეთი ხალხიც ჰყავს გვერდში ვინც ეხმარება და თუ მოინდომებს ყველაფერი გამოუვა კარგ ჩემპიონატშია კარგ კლუბშია, საიდანაც კარგი შედეგების შემთხვევაში შეუძლია წავიდეს უკეთეს კლუბში და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მან უნდა აჩვენოს მოედანზე თავის თამაში მე წარმატებას ვუსურვებ.
ჯონი
02:28 19-02-2021
1
ფიზმომზადების მწვრთნელები არ გვყავს,ვიძახით და რა,არაფერი,აგერ მესი რომელი ათლეტური მაგია,მაგრამ ამდენი ხანი როდესმე ჰქონდა?ტრავმა,ზოგადად ყველგან ბარდაკია.ქვეყანაში არაპროფესიონალების ბუმი.
გოჩა
15:17 10-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული