ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა თავი.
კიტეიშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში "რიდი" 2:1 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
ოთარმა მე-9 წუთზე "შტურმი" დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, 90+5-ე წუთზე კი გაზიბეგოვიჩმა საჯარიმოდან გაიტანა და გრაცულმა გუნდმა იმარჯვა.
მიმდინარე ტურნირის 13 მატჩში კიტეიშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, "შტურმი" კი 31 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 3 ქულით ჩამორჩება (რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 14 თებერვალს პაშინგში ლასკ-ს დაუპირისპირდება.