კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" ლიდერს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა თავი.

კიტეიშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში "რიდი" 2:1 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

ოთარმა მე-9 წუთზე "შტურმი" დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, 90+5-ე წუთზე კი გაზიბეგოვიჩმა საჯარიმოდან გაიტანა და გრაცულმა გუნდმა იმარჯვა.

მიმდინარე ტურნირის 13 მატჩში კიტეიშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, "შტურმი" კი 31 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 3 ქულით ჩამორჩება (რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 14 თებერვალს პაშინგში ლასკ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოპ 5-ს გისურვებ სულით და გულით.
David
01:29 10-02-2021
0
ეჰ დღემდე ვერ ვივიწყებ,იმ ავბედით თამაშს,რომელშიც კიტეიშვილი და კვარაცხელია ვერ დაგვეხმარენ! არადა რა ფორმაში არიან!?
gabo
11:42 10-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული