ბუდუმ გაიტანა და მისი გუნდი 1/8-ფინალში დვალის "ფერენცვაროშს" შეხვდება

AutoSharing Option
უნგრეთის თასის 1/16-ფინალში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 2:1 დაამარცხა მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ვაშაში".

ამ მატჩში ანგარიში ზივზივაძემ მე-3 წუთზე გახსნა. შემდეგ მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ 16 მეტრიდან უძლიერესად დარტმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში სტუმართა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, უკრაინელმა ივან პეტრიაკმა დალაშქრა მეტოქის კარი, მასპინძლებმა კი ერთი გოლით უპასუხეს.

23 ან 24 თებერვალს, "ფეჰერვარი" 1/8-ფინალში ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" შეხვდება, რომელთანაც 7 თებერვალს ჩემპიონატზე 0:2 დამარცხდა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ბუდუმ 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მისი
გუნდი კი 33 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ფერენცვაროშს" 16 ქულით (!) ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული