პორტალ Meta-ratings.kz-ის ჟურნალისტი აიდინ კოჟახმეტი წერს, რომ "ასტანას" საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ქართველი მცველის დამატების ვარიანტი ძალიან მოეწონათ და წესით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულიც უნდა იყოს.
"ასტანა" ბოლო 10-წლეულში ყაზახეთის საუკეთესო გუნდია და 2020 წლამდე ბოლო 6 სეზონი ქვეყნის ჩემპიონი სწორედ ეს გუნდი ხდებოდა. გასულ სეზონში პირველი ადგილი "ქაირათმა" დაიკავა, "ასტანა" კი მე-3 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
რაც შეეხება გურამ კაშიას, ქართველი მცველი ბოლოს "სან ხოსე ერსქვეიქში" თამაშობ
და, რომელთანაც კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.