შესაძლოა, კაშიამ კარიერა ყაზახეთში განაგრძოს

AutoSharing Option
პორტალ Meta-ratings.kz-ის ჟურნალისტი აიდინ კოჟახმეტი წერს, რომ "ასტანას" საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ქართველი მცველის დამატების ვარიანტი ძალიან მოეწონათ და წესით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულიც უნდა იყოს.

"ასტანა" ბოლო 10-წლეულში ყაზახეთის საუკეთესო გუნდია და 2020 წლამდე ბოლო 6 სეზონი ქვეყნის ჩემპიონი სწორედ ეს გუნდი ხდებოდა. გასულ სეზონში პირველი ადგილი "ქაირათმა" დაიკავა, "ასტანა" კი მე-3 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ქართველი მცველი ბოლოს "სან ხოსე ერსქვეიქში" თამაშობ
და, რომელთანაც კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლოს იქნება უფრო საქართველოსთან და ნაკრებში ისე გადაღლილი აღარ ჩამოვა როგორც ეგ და ვაკო ჩამოდიოდნენ. ნაკრების ორი მატჩიდან პირველ თამაშს ვერასოდეს თამაშობდნენ აკლიმატიზაციის გამო.

ზოგადად ნაკრების ძირითადში დიდი ხანია აღარ არის გურამის და ვაკოს ადგილი, მით უფრო ამ უკანასკნელის. ყაზაიშვილმა ძალიან მალე დაკარგა თამაშის მოტივაცია. გურამ 30 წლამდე მაინც ითამაშა სტაბილურად ნორმალურ დონეზე. ეხლაც ვთვლი რომ ნაკრებს “ზამენაზე” კიდევ 1-2 წელი გამოდგება გაჭირვებაში. მარჯვენა მცველიც შეუძლია და ცნეტრიც. ძირითადში კი როგორც ზემოთ დავწერე, აღარ მგონია მისი ადგილი. ცენტრში გვყავს ხოჭოლავა, ტაბიძე, კვირკველია, დვალი. ლოჩოშვილსაც არაუშავს. სხვა ახალგაზრდებიც წამოვლენ. გურამი უკვე წარსულია. ასე რომ ფული მაინც იშოვოს დამატებით კარიერის ბოლოს. ყაზახები კარგად იხდიან. წარმატებები მაგ საქმეში
ცუდი არ არის
18:24 15-02-2021
4
ნაკრებში მგონი უკვე დროა ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი
კრაზანა
14:20 16-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული