ვაკო ყაზაიშვილი "ულსანის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის "ულსან ჰიუნდაისთან" გააფორმა კონტრაქტი.

ეს გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ვაკომ, რომელმაც "სან ხოსე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თავისი ახალი კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა: "ძალიან მოხარული ვარ, რომ "ულსანს" შევუერთდი. გუნდს დიდი მიზნები აქვს და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო".

მკითხველის კომენტარები / 13 /
უნდა იშრომოს კარგ გარემოსა და გუნდში მოხვდა,აზიელებს დიციპლინა ძალიან უყვართ,წარმატებები ყაზაიშვილს.
ziko
14:01 17-02-2021
2
რა გინდათ ჭკვიანი კაცი ყოფილა ვაკო. 24 წლისამ გადაწყვიტა წასულიყო დალაგებულ ქვეყანაში ამერკაში კარგი კონტრაქტის სანაცვლოდ. იქ ითამაშა ფეხბურთი ცოტა და ფული იშოვა ბევრი! ახლა ასევე დაწყობილ ქვეყანაში წავიდა კარგ კონტრაქტზე,სადაც კარგ ფულს იშოვის ოჯახისთვის და უზრუნველ მომავალს შეუქმნის თავს! თან ფეხბურთიც არაა მთლად ურიგო კორეაში(ყაზახეთს,კვიპროს,ბალარუს,შვედეთს,სლოვაკეთს კი სჯობია). საინტერესო ისაა რომ ამ ყველაფერს აკეთებს ტრამვების გარეშე,თავს არ იკლავს ვარჯიშით და ორთაბრძოლებით მინდორზე,ნახევარი ძალით არხეინად აკეთებს თავის საქმეს! და ნაკრებში თუ აღარ დაუძახებენ არც მაგით დაიხოკავს სახეს!
kaxa
12:51 17-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული