საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის "ულსან ჰიუნდაისთან" გააფორმა კონტრაქტი.
ეს გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
ვაკომ, რომელმაც "სან ხოსე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თავისი ახალი კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა: "ძალიან მოხარული ვარ, რომ "ულსანს" შევუერთდი. გუნდს დიდი მიზნები აქვს და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო".