კვირკველიას ხელფასის 95.5%-ს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი საბა კვირკველია იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "როტორში" თამაშობს და როგორც ტელეგრამარხი "მუტკო პროტივი" იტყობინება, ხელფასის უდიდეს ნაწილს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის.

"მუტკო პროტივის" მტკიცებით, კვირკველიას წლიური ანაზღაურება 1.7 მილიონი ევროა და ამ თანხის 95.5%-ს რკინიგზული კლუბი უხდის, რომელიც მისი კონტრაქტის მფლობელია.

საბა "ლოკოში" ზაფხულში უნდა დაბრუნდეს, მიმდინარე სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ თანხა კრისტალ-ბეთ ეროვნული ლიგის რამოდენიმე კლუბის წლიური ბიუჯეტია, ეგ სიკეთე "ლოკოს" ექს დირექტორმა კიკნაძემ გააკეთა, სანამ მოხსნიდნენ "როტორშიც" შეუნარჩუნა და დღეს ახსოვს ეგ ვინმეს? ან თვითონ. 1.5 მილ.€ კაცს, რომელიც არენდაშია და იქაც უმეტესწილად არ თამაშობს.
ჯიმი
18 თებერვალი 2021 10:06
7
რუსეთში მართლაც მაღალი ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს, კერძო კლუბები თითქმის არ ჰყავთ,მაგრამ ჯერ ერთი ხელფასი ყველაფერი არ არის სპორტში, პრესტიჟი კიდევ უფრო მეტად ფასობს,მეორეც ატლეტიკოში სულ მცირე სამჯერ მაღალი ხელფასი აქვთ.
gia jashi
18 თებერვალი 2021 03:07
4
ამხელა ხელფას ატლეტიკოშიც არ უხდიან ფეხბურთელებს კიდე უკვირს ზოგიერთს რატომ არ წავიდა რუსეთიდან ამდენი წელი
Gio
17 თებერვალი 2021 23:45
2
ეტყობა არ გესმით რუსული ფეხბურთის თუ ბიზნესის სპეციფიკა. კვირკველია ამ თანხის მესამედს თუ იღებს,ეგეც დიდი ვაჟკაცობა იქნება მისი მხრიდან.თვითონ საკითხის მოცემულობა მაინც არ გაკვირვებით? თუ ლოკო უხდის თანხას,მაშ როტორი რა შუაშია? თუ იჯარით არის ,მაშ კოკოს რა?
იქნება და ძალიანაც უნდოდა ატლეტიკო,მაგრამ რუსულ ბინძურ ბიზნესში თავს რომ ამოჰყოფ,მერე მძიმეა ანდა თითქმის შეუძლებელი მიატოვო შენი ნებით.ძალიან მაღელვებს როცა ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის კლუბების მაგივრად, ერთი უვიცი მენეჯერის გამო რუსეთის გუნდებში ამოყოფენ თავს. მანდაც დიდი ატკატები და შავი ფული ტრიალებს.
ჟორიკა
18 თებერვალი 2021 02:35
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული