ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე "ტობოლის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კოსტანაური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

ლობჯანიძე ადრე "თარაზსა" და "კაისარში" თამაშობდა, გასულ სეზონში კი ყაზახეთის ჩემპიონატის 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ახალ გუნდში ელგუჯა 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.