საქართველოს ნაკრების მატჩამდე ერთი თვით ადრე კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში, "ვოლფსბერგერთან" საშინაო მატჩის 66-ე წუთზე, ტრავმა მიიღო "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა და შეცვალეს.

გრაცული კლუბის საიტი იტყობინება, რომ კიტეიშვილს რამდენიმე კვირა გაუცდება. მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩს ჩაატარებს და თუ ოთარი იქამდე ვერ ჩადგა მწყობრში, მძიმე დანაკლისი იქნება.

მატჩი "ვოლფსბერგერმა" 2:1 მოიგო, რომლის სასტარტო შემდგენლობაში იყო გურამ გიორბელიძე და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ლუკა ლოჩოშვილი მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა "ტოტენჰემთან" ევროპა ლიგაზე მძიმე შეხვედრის (1:4) შემდეგ დაასვენა.

"შტურმი" 31 ქულით მეოთხე
ადგილზეა, "ვოლფსბერგერი" კი 27 ქულით - მეხუთეზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია მზად იქნება კიტეიშვილი. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად ნახევარდაცვაში მაშინ ითამაშა , როდესაც ოთარი ცენტრში ე.წ 8 ნომერზე იდგა. მაშინ თბილისში ,მისი დამსახურებით ფორმაში მყოფმა ერიქსენმა და დანიის ნაკრებმა უპირატესობა ვერ მოიპოვა.
ისე ზოგადად რასაც ვუყურებ , ევროპაში ყველაზე კარგად ბოლო პერიოდში ავსტრიის ჩემპიონატში თამაშობენ ქართველები.
პელიდი
22 თებერვალი 2021 17:34
0
ამის დრო იქნებოდა ეხლა?
ბაჩი
22 თებერვალი 2021 16:22
0
ჩემი მოკრძალებული აზრით, უთამაშებელი, განაცზადშიც კი რომ ვერ ხვდებიან, ფეხბურთელებით ნაკრების დაკომპლექტება აზრს მოკლებულია, მითუმეტეს ძველი დამსახურებისა და მავანთთან სიახლივე.
vaxo
22 თებერვალი 2021 12:46
0
ტრავმა ნებისმიერ დროს ცუდია, შრომობს ბიჭი. ლოჩოშვილზე თუ რამე იცით ბრძანეთ, სამწუხაროდ არ ვარ საქმისყურზში.
ლაშა
22 თებერვალი 2021 12:42
0
Ninuam chaanaclos manamde tu ver gamojanmrtelda
Kobaberieze
22 თებერვალი 2021 12:13
0
ნინუა არ არის ის ფეხბურთელი რომელიც მანამდეს იმსახურებდეს.მოვა მისი დროც...
ბაჩი
22 თებერვალი 2021 16:23
0
Სანაკრებო თამაშების წინ როგორ ერთიანად ემართება ტრავმა ყველას, კიტეიშვილი რამდენიმე კვირა, კვარაცხელია ჯერუცნობია, შემდეგი ვინ იქნება?
Irakli
22 თებერვალი 2021 12:10
0
როცა კიტეიშვილი ნაკრებში გამოჩნდა თავდანვე ვწერდი, რომ მისგან მაღალი დონის ფეხბურთელი დადგებოდა. შევაქე მისი თამაში. კიტეიშვილი რა თქმა უნდა გაიზარდა, გაძლიერდა, მაგრამ მან იმ დონეს ვერ მიაღწია რისი იმედიც მქონდა. როცა თამაშობდა არ მახსოვს მოედანზე ამინდის შემქმნელი ყოფილიყოს! უნდა ვთქვა, რომ მას ნაკრებში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ისე რომ არიქა კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და წავიდა უკუღმა ჩვენი ნაკრების საქმე უკუღმაო, ასეც არაა.ახალგაზრდაა, კარგი მკვირცხლი ბიჭია, გამოჯანმრთელდება და ჩადგება მწყობრში. ჯერ-ჯერობით ნახევარდაცვაში კვეკვესკირი და კანკავა არიან აუცილებელი.
aburjga
22 თებერვალი 2021 11:47
7
კვეკვესკირს ვერც შევადარებ ოთარს,მან აშკარად მოუკლო და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს! მან ბოლოს ტობოლშიც დაკარგა ადგილი ძირითადში! ის მუდამ თავის თავზე თამაშობს და ცდილობს აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ არ გამოუდის. აზერების და ყაზახების დონეა(ჩემპიონატს ვგულისხმობ). კანკავა კი ბატონო!
gabo
22 თებერვალი 2021 12:29
1
ლოჰოსჰვილი დაასვენაოოოო .ასეტ სისულელეს როგორ ცერტ,
ბაჯო
22 თებერვალი 2021 11:19
1
უმიზნებთ ამ ტრავმებს თამაშამდე? ეგრე კარში დაუმოზნეთ ხოლმე აჯობებს...
თემო
22 თებერვალი 2021 11:18
0
როდესაც ახლოვდება სანაკრებო თამაშები,დაიწყება ეს გაუთავებელი ტრამვები! კიტეიშვილის შემცვლელი, მისი დონის, სამწუხაროდ არ გვაყავს და ეს უდიდესი დანაკლისი იქნება!
kaxa
22 თებერვალი 2021 09:06
0

სიახლეები პოპულარული