ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩას დრიბლინგი არ უნდა აუკრძალო" - ამბობს დანიის ნაკრების ნახევარმცველი

AutoSharing Option
"რუბინისა" და დანიის ნაკრების 24 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ოლივერ აბილდგორმა business-gazeta-სთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- თქვენ რუსეთის პრემიერლიგის ტოპ-მოთამაშეებს შორის ხართ, რომელთა წინააღმდეგ ხშირად უხეშობენ. ამასთან, ბურთს დიდხანს არ იჭერთ. თქვენზე უფრო ხშირად რატომ არღვევენ წესებს, ვიდრე კვარაცხელიაზე?
- მოედნის ცენტრში, სადაც მე ვთამაშობ, ბევრია ბრძოლა. თამაშისას ხშირად ვერთვები ორთაბრძოლებში და მეტოქეები ხანდახან იძულებულნი არიან, წესები დაარღვიონ.

- თქვენ, როგორც ადამიანს, რომელსც ვარჯიშებსა და თამაშებზე ხშირად გიწევთ ბურთის ართმევა, არ ბრაზდებით პარტნიორებზე, რომლებიც ამ ბურთს კარგავენ? არ ეუბნებით კვარაცხელიას,
რომ ბურთს ზედმეტად იჭერს?
- აქ ყველაზე მთავარი ბალანსის პოვნაა. კვარა ერთი-ერთზე თამაშის სიტუაციებში ძალიან ნიჭიერია. ვფიქრობ, ასეთ დროს უნდა გარისკოს. საჭიროა, ბალანსი ოპოვო და მიხვდე, როგორაა ასეთ ვითარებაში თამაში აუცილებელი: მარტივად თუ დრიბლინგით. ის ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. ყველა კომპონენტში მოუმატებს. მას პარტნიორები და მწვრთნელი ყოველთვის უკარნახებენ და დაეხმარებიან.

- ახალგაზრდა ფეხბურთელს დრიბლინგი არ უნდა აუკრძალონ?
- ბალანსია საჭირო. ყველაზე მთავარია, მან თვითონ იცის, როდის გამოიყენოს დრიბლინგი - მხოლოდ მოწინააღმდეგის მოედნის მესამედზე. ესმის, რომ ამის გაკეთება იქ შეიძლება და არა საკუთარ საჯარიმოში. როდესაც ბურთს ფლობს, ყოველთვის შეუძლია მეტოქის კართან საფრთხე შექმნას. ასე რომ, რატომ არ უნდა წავიდეს ერთი-ერთზე? როდესაც ცრუმოძრაობის სიტუაციაა, მაშინ ეს უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელებს არაფერი არ უნდა აუკრძალო.

ასევე დაგაინტერესებთ