ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ქეცბაია მუდამ მწარე სიმართლეს ეუბნებათ

AutoSharing Option
სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო

იმის გამო, რომ კვიპროსის თასზე "კარმიოტისასთან" მეორე ტაიმში "ანორთოსისმა" ნახევრად განათებულ მოედანზე ითამაშა, ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უკმაყოფილება ვერ დამალა.

24 sports-ი წერს, რომ ქეცბაია ხშირად ძალიან ემოციურად იქცევა, რაც ბევრს არ მოსწონს, თუმცა ის სრულ სიმართლეს ამბობს:

"ყველას ახსოვს მისი გამონათქვამები, მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი ფეხბურთი წარმატებული იყოს, ყველა დონეზე მის სრულყოფას უნდა ვეცადოთ.

ისეთ ადამიანებს, როგორიც თემურია, ჩვენს ფეხბურთში ყოველდღე ვერ ვნახულობთ და მისი აზრი გასათვალისწინებელი და ყურადსაღებია. ის ამბობს, სად
ვიმყოფებით და სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი. ბოლოს და ბოლოს, ვინმე მიხვდება, რომ ეს სიმართლეა? რიტორიკულია ჩვენი კითხვა, ალბათ".

ასევე დაგაინტერესებთ