კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე პასი "სპარტაკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის "სპარტაკის" კარში გაატანინა.

გარდა საგოლე გადაცემისა, ხვიჩამ პირველ ტაიმში სპარტაკელ ზობნინს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს კიდეც. შემდეგ კი ბრწყინვალე დრიბლინგი კვლავ კარგი პასით დაასრულა, მაგრამ ამჯერად სერბმა ვერ ივარგა.

მატჩის 90-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი "სპარტაკის" საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩეხი კრალი ჩამოიშორა და დაარტყა: მოსკოველთა მეკარე მაქსიმენკომ მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დამატებაზე დუბლი შეასრულა.

"რუბინმა" 2:0 მოიგო და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მარტის სანაკრებო თამაშებზე იფრენს ჩვენი ბიჭი და ღვთის წყალობით თუ ჩაკვეც 60 პროცენტით მაინც იქნა მზად აი მერე უკვე ვნახოთ .
vova
23:11 01-03-2021
0
არ ვიცი ვინ რას იტყვის,მაგრამ ჩვენმა ფედერაციამ ძალიან,ძალიან მიქარა ხვიჩამ,რომ არ ითამაშა ფინალში.
sake
20:29 01-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული