კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე პასი "სპარტაკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის "სპარტაკის" კარში გაატანინა.

გარდა საგოლე გადაცემისა, ხვიჩამ პირველ ტაიმში სპარტაკელ ზობნინს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს კიდეც. შემდეგ კი ბრწყინვალე დრიბლინგი კვლავ კარგი პასით დაასრულა, მაგრამ ამჯერად სერბმა ვერ ივარგა.

მატჩის 90-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი "სპარტაკის" საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩეხი კრალი ჩამოიშორა და დაარტყა: მოსკოველთა მეკარე მაქსიმენკომ მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დამატებაზე დუბლი შეასრულა.

"რუბინმა" 2:0 მოიგო და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მარტის სანაკრებო თამაშებზე იფრენს ჩვენი ბიჭი და ღვთის წყალობით თუ ჩაკვეც 60 პროცენტით მაინც იქნა მზად აი მერე უკვე ვნახოთ .
vova
01 მარტი 2021 23:11
0
არ ვიცი ვინ რას იტყვის,მაგრამ ჩვენმა ფედერაციამ ძალიან,ძალიან მიქარა ხვიჩამ,რომ არ ითამაშა ფინალში.
sake
01 მარტი 2021 20:29
2
რუბინმა თუ იცის მთელი საქართველო რომ ბალეშიკობს, ყაზანში არ ეყოლება მაგდენი. ვულოცავ ხვიჩას და სლუცკის, მაგარ კაცს...................................
სტალინი
01 მარტი 2021 17:50
0
ხვიჩა შესანიშნავი იყო... ამ თამაშში. დამსახურებულად დასახელდა საუკეთესოდ!!!
tngh
01 მარტი 2021 15:30
0
იცით საქართველოში რამდენი მასეთი და უკეთესი ხვიჩაა უპატრონოდ და უშანსოდ?
კაკო
01 მარტი 2021 14:10
18
დესპოტოვიჩი უნდა შემოტრიალებულიყო და მადლობა ეთქვა კვარასთვის, და მაშინ იქნებოდა ჯენტლმენოვიჩი :D
ქუთაისელი
01 მარტი 2021 13:49
1
მარტო ეგ ერთი პასიც კი შეგაყვარებს ფეხბურთს.
Felisio
01 მარტი 2021 09:58
1
ბრწყინავს ჩვენი ბიჭი!
დავით 67
01 მარტი 2021 01:34
0
მაგრად მომწონს ესეთ თამაშებში რო ლიდერის თვისებებს ავლენს და თამაშის ბედს წყვეტს.
100%ანი ასისტები!
P.S. ჯიქიას რო აჭამა გამოსწორდა!
სოსო
01 მარტი 2021 01:08
0
უყურებ გულს უხარია და იმედი გეძლევა!!!
ნკ
28 თებერვალი 2021 23:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული