ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ყველა თამაშის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ" - ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" (მეტწილად)  ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტიანი მოქმედებებითა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დუბლით მოსკოვის "სპარტაკს" გასვლაზე მოუგო, ხოლო "მატჩ ტვ-ს" ექსპერტმა, რუსეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ვლადიმირ ბისტროვმა "კვარა" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

თამაშის შემდეგ ხვიჩამ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, არც მინდორი იყო საუცხოო პირობებში. მაგრამ მოვიგეთ, სახლში 3 ქულა მიგვაქვს და ბედნიერი ვარ.

კვინსი პრომესი მაღალი დონის ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშო და ასეც ვიქცეოდით.

ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მიმაჩნია, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრის
მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

გამიხარდა თამაშის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, თუმცა ჩემთვის დღეს საუკეთესო დესპოტოვიჩი იყო, ამიტომ თუ ამ პრიზს მთხოვს, უპრობლემოდ გადავცემ,"- თქვა ხვიჩამ.



ასევე დაგაინტერესებთ