ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.