ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს და "ანორთოსისს" ქულა გადაურჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის საჩემპიონო რაუნდის პირველ ტურში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუზავდა - 2:2.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: მე-10 წუთზე "აპოლონი" დიგინიმ დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა მისი თანაგუნდელი გერე. მე-60 წუთზე დიგინიმ მეორედ დალაშქრა ლორიას კარი. 65-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ოქრიაშვილის მიერ მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. "აპოლონში" სათადარიგო იყო გიორგი პაპუნაშვილი.

6 მარტს
"ანორთოსისი" "ომონიას" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ