ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაია: ამ მატჩის მოგება სამართლიანი არ იქნებოდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "აპოლონთან" ნამატჩევს (2:2) კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"რა თქმა უნდა, თამაში კარგად არ დავიწყეთ. გოლი გავუშვით, შემდეგ მეტოქე 10 კაცით დარჩა. ვთვლი, რომ მოსაგებად ბევრს ვცდილობდით. სამწუხაროდ, კონტრშეტევაზე მეორე გოლი გავუშვით.

მერე ორი გოლი გავიტანეთ და გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ მოგება იმ გუნდთან, რომელიც 70 წუთი იყო რიცხობრივ უმცირესობაში, სამართლიანი არ იქნებოდა.

მოწინააღმდეგის ფეხბურთელის გაძევებაზე ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, შედეგი არც ჩვენთვის და არც "აპოლონისთვის" კარგი არ იყო. კიდევ 9 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ჩემპიონობისთვის
ვიბრძოლებთ".

ასევე დაგაინტერესებთ