ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავა გააძევეს - "შახტარი" თასიდან პირველი ლიგის გუნდმა გამოაგდო

AutoSharing Option
უკრაინის თასის 1/4-ფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევის ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე პირველი ლიგის ლიდერ "აგრობიზნესთან" სენსაციურად, 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, 96-ე წუთზე, დონეცკური გუნდის დაცვა ჩავარდა და "აგრობიზნესის" თავდამსხმელმა ბოგდან სემენეცმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

109-ე წუთზე ხოჭოლავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.