ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩას რუსეთში 20 მილიონზე ნაკლებად არავინ გაყიდის, - ამბობს რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან შიროკოვმა РБ Спорт-თან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- ხვიჩა "ზენიტის" დონეა?
- ასეთი მოთამაშე აკლია გუნდს. თუმცა, როგორ ითამაშებდა "ზენიტში", სადაც ყველაფერი სხვანაირადაა? რუსეთში მას 15 მილიონად არავინ გაყიდის, როგორც მინიმუმ - 20-ად. შემდეგ მისი 20 მილიონზე მეტად გაყიდვა შეიძლება.

"რუბინზე"...
- დიდ როლს ხვიჩა თამაშობს, მაგრამ ასე ვიტყვი - დესპოტოვიჩის გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა, პრობლემები შეექმნებოდა. სამწუხაროდ, იგნატიევისთვის, მისი დესპოტთან შედარება ახლა არ შეიძლება. ისინი კონკურენტებიც კი არ არიან. ჩემი აზრით, წლის ბოლოს მდგომარეობით
დესპოტოვიჩი ძიუბაზე ძლიერი იყო და შეხედულება ახლაც არ შეცვლილა. ამჟამად რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. დესპოტოვიჩი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე იგივე აზმუნი. ახლა "ზენიტს" შეუძლია "რუბინის" დასუსტებით გაძლიერდეს - აიყვანოს ხვიჩა და დესპოტოვიჩი, მაგრამ ეს ძვირი დაუჯდება".

ასევე დაგაინტერესებთ