კანკავა "ვალანსიენის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა "ვალანსიენის" გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ამის შესახებ ფრანგული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

კანკავა ლიგა 2-ის გუნდში 16 იანვარს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და მის რიგებში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ვალანსიენი" 28 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილი მეომარი. გრანდში რომ ეთამაშა ამის გუნდიდან გამომშვებელი ღამით ვერ დაიძინებდა
ჯაბა მაგარი ხარ
06 მარტი 2021 18:25
0
ნამდვილი პროფესიონალია.სადაც კი მივიდა ყველგან ეგრევე წამყვანი ფეხბურტელი ხდება.
პაატა
06 მარტი 2021 14:46
0
სავარაუდოდ ვალენსიენი წელს ვერ აღზევება ლიგა 1-ში მაგრამ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ლიგა1ელ გუნდს
ბაჩი
06 მარტი 2021 14:25
0
Უკვე დაიწერა და მეც გავიმეორებ, რა უნდოდა ყაზახეთში მისი დონის მოთამაშეს?! კაპიტანი ნამდვილად საამაყო გვყავს, იმედია კიდევ დიდხანს გვეყოლები ჯაბა!
Ირაკლი
06 მარტი 2021 14:03
0
მაგარი კაცია 34 წლის არის კიდე როგორ ფორმაშია. გულს და სულს დებს ყველა თამაშში. ყველა ფეხბურთელი ასე უნდა თამაშობდეს ბოლომდე
მაროკო
06 მარტი 2021 10:11
0
Yazaxetshi dakarga dro. Tobolsi Ra esaqmeboda. Warmatebebi jaba.
Kaxa
06 მარტი 2021 09:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული