ზივზივაძე მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატზე "ფეჰერვარის" 26 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 23-ე მატჩში მე-7 გოლი გაიტანა. ამას გარდა, მას თასზე 3 გოლი აქვს გატანილი.

ზივზივაძემ "ბუდაფოკისთან" 25-ე ტურის გასვლითი შეხვედრის მე-17 წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრესთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 84-ე წუთზე მათმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და - 1:2. ბუდუ 90-ე წუთზე შეცვალეს.

"ფეჰერვარი" 40 ქულით მესამე ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "პუშკაშს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Sagol budu rawedaa
Baxa
13:43 08-03-2021
0
ჯიგრიანი ბიჭი ჩანს...
ჯიმა
01:36 08-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული