ხვიჩას "რუბინმა" "სპარტაკის" შემდეგ "ზენიტსაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სახლში ლიდერ "ზენიტს" 2:1 სძლია.

გასულ ტურში "სპარტაკის" დამარცხების (2:0) შემდეგ "რუბინმა" "ზენიტთანაც" მაგრად იბრძოლა. მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო. პეტერბურგელები უხეშობას არ ერიდებოდნენ. მე-18 წუთზე ექსრუბინელ აზმუნთან შეჯახების შემდეგ მუსაევს სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

41-ე წუთზე დესპოტოვიჩმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე აზმუნმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 90+6-ე წუთზე "რუბინის" მეკარე დიუპინმა ძიუბას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, "ზენიტის" მცველები ეუხეშებოდნენ
და ლოვრენს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

Sportall.Ge

"რუბინმა" 8 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ზენიტს" ერთ სეზონში ორივე მატჩი, 34 ქულით მე-8 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაკაროვმა გაისროლა
მეგრელი
09 მარტი 2021 13:23
0
რუბინს მთელი ნახევარდაცვა აკლდა, მცველმაც ტრამვა მიიღო, ვინც უყურა დამეთანხმება როგორი თავდადებით იბრძოდა რუბინი, ესაა მონდომება და კიდევაც დაუფასთად. საქართველოს ნაკრებს ასე, რომ მონდომებინა დღეს ევროპაზე ვიქნებოდით თავაწეულები.
x.x
09 მარტი 2021 10:19
0
ხვიჩამ მაგარი ნაპერწკალი დაანთო ამ გუნდში, სლუცკიც მაგარი მწვრთნელია ყველა ასპექტში
ალეკო
09 მარტი 2021 09:35
0
მაკაროვის ფასო რამდენია?
ვანჩოპე
09 მარტი 2021 08:59
0
ბოლოს არ მახსოვს როდის ვუყურე პირდაპირ ეთერში რუსეთის ჩემპიონატის თამაშს (3-4 წელია ალბათ) და არ გავარტყი ბიჯოს?! ძაან მაგარი თამაში იყო!!!
გიო
09 მარტი 2021 01:45
1
ყველა თამაშს აქ ვუყურებ ხოლმე
Soccerlive.ws
09 მარტი 2021 14:59
0
სად უყურე?! თუ შეიძლება მისამართი (ლინკი) მიგვასწავლე.
aburjga
09 მარტი 2021 10:24
0
ესეთი მოედანი სოფლის სტადიოზე არ იქნება, და ხვიჩამ მგონი გახსნა გუნდი:)რუბინის ფეხბურთელები მაგრამ მატაობენ:)
ჯიმა
09 მარტი 2021 01:37
0
ნეტავი რუბინი ჩემპიონი გახდებოდეს, ღმერთო დიდებულო! და ხვიჩა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი!
aburjga
09 მარტი 2021 00:41
4
ჩვენი ფაქიზოები შეადარე ეხლა ამ მებრძოლ, ომგადატანის შეკრულ გუნდს
?
09 მარტი 2021 00:35
1
ყოჩაღ ბიჭებს. დადეს თავი და გაიარჯვეს. ბრავო მაკაროვს და მეკარეს
ირაკლი
08 მარტი 2021 22:22
3
სადაც ვუყურებდი ხოლმე,დაბლოკილი იყო და ვერ ვუყურე,მაგრამ რაც აქ ვნახე,რაც პენალტი დანიშნა,ზუტად ასე მოარტყეს აბურჯანიასაც ხელში,სხვაობა ისაა,რომ აქ სხეულიდან იყო რიკოშეტი,იქ კი,პირდაპირ შორეულ ხელში მოხვდა...გაფრთხილება და პენალტი,რომლის შედეგადაც,კარტახენა დამარცხდა.მართლაც კარგი გუნდი დადგა,რუბინი.ამ უბედურ ტალახშიც კი,მეორე გოლის დროს,მაკაროვმა,როგორ ამატავა ლოვრენი და მეორე მცველი.ისეთი სვლა აკრიფეს,რომ შესაძლოა მედალზეც გაიწიონ.
სოსო
08 მარტი 2021 21:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული