"კარტახენას" სანერვიულო დაემატა, აბურჯანიას შემცვლელს ვერ პოულობენ

AutoSharing Option
"კარტახენას" შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რა დროსაც ის ლა ლიგა 2-ის ორ შეხვედრა გამოტოვებს.

ეს ყველაფერი "კარტახენას" ნახევარდაცვის ხაზს დააზარალებს, რადგან აბურჯანიასა და აზეეზის დუეტი ცენტრალურ პოზიციას კარგად იკავებდა, თუმცა ახლა მთავარ მწვრთნელს ორივე შუახაზელის შეცვლა მოუწევს.

გიორგი, რომელმაც "პონფერადინას" ფანტასტიკური გოლი გაუტანა, გუნდს 2 შეხვედრაში - "სარაგოსასთან" (27 მარტს) და "მალაგასთან" (1-ელ აპრილს) გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა აბურჯანიას "ალბასეტესთან" (22 მარტს) თამაშიც.

ქართველის გარდა, გუნდს კარასკუილა გამოაკლდება, რომელიც გიორგის შემცვლელად მოიაზრებოდა. ასე რომ, ესპანურ გუნდს
ნახევარდაცვაში დიდი პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, "კარტახენას" ლა ლიგა 2-ში 29 ტურში 29 ქულა აქვს და მე-20 ადგილს იკავებს.



მკითხველის კომენტარები / 1 /
აი მაგათ მართლა უნდა ეთხოვათ დარჩენა მაგრამ მაკარიძის შემთხვევა საგანგაშოა.
dsag
15:50 18-03-2021
1

სიახლეები პოპულარული