"მაპატიეთ იმედგაცრუებისთვის..." - ხვიჩა გუშინდელ მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინდელი მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"მაპატიეთ იმედგაცრუებისთვის.. ცხოვრებაში არის გამარჯვება და მარცხი, თუ არ დავმარცხდით ამას ვერ ვისწავლით. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით! მადლობა მხარდაჭერისთვის" - წერს საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ხვიჩა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, 19 მარტს "რუბინმა" "ხიმკის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა. 23 ტურის შემდეგ 37 ქულით "რუბინი" რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარო სტოკჰოლმში გამოასწორებს ამ მცირე შეცდომას : )) არაუშავს ფეხბურთია და მომენტის გაფუჭებაც მოსულა : ))
Georgia
15:02 21-03-2021
0
აუ ხვიჩა შენ რა გითხარი ამ სურათზე შენი სახე და პირველი ორი სიტყვა რო წავიკითხე მერე ბავშვს მივცი წასაკითხად გული გამისკდა ასე შეიძლება?
კაპიტანი
19:20 20-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული