ქვილითაიას სუპერგოლი, ოქრიაშვილის ტრავმა და "ანორთოსისის" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე აელ-თან 1:2 დამარცხდა.

სტუმრები ბელგიელმა თავდამსხმელმა რიან მაემ დუბლით დააწინაურა, 45+4-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაია დრიბლინგით სამ მცველს გასცდა და ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესულმა მანიასმა 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა (ყვითელი ბარათი მიიღო) და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში იყო, მაგრამ 76-ე წუთზე
ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 53 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ გაქაფვა 45ე წუთზე და ბეჭის ტკივილი როდის უნდა აღმოიფხვრას ქართულ ფეხბურთში რა ჯანდაბაა.
dsag
22 მარტი 2021 16:09
0
კარგ ფორმაშია ქვილითაია ჩემთვის მართლა გაუგებარი იყოო რატომ არ ენდობოდნენ გენტში და რატო აძლევდნენ სათამაშო დროს გიორგიმ დაამტკიცა რომ იმსახურებდა უფრო მეტს ვიდრე გენტში იღებდა წარმატებები ქვილითაიას ოქრის ყველას ნაკრებშიც იმედი მაქვს გამოიჩენენ თავს.
ზაზა
22 მარტი 2021 01:15
0
ბიჯოოოოს
1
22 მარტი 2021 00:18
0
ყოჩაღ გიორგი!მისი ასეთი დრიბლინგი და გოლი,არასოდეს მინახია.ოქრის ტრავმამ კი,ძალიან შემაშფოთა.ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია
სოსო
21 მარტი 2021 23:52
1
რაღა დროს ოქრია ნაკრებში. აღარც კარში ურტყამს და აღარც დრიბლინგი აქვს, ადგილზე ტრიალებს ბურთით. დააკარგინა თავდაჯერება და უნარები ამდენმა ტრამვებმა და უთამაშებლობამ. რასაც თორნიკე თამაშობს დღეს, მაგას აღარ ჰქვია პროფესიონალური თანამედროვე ფეხბურთი. უნდა წავიდნენ მაკრებიდან ეგეც და ყაზაიშვილიც
უმნიშვნელოვანესი
22 მარტი 2021 11:35
1
კირკიტაძემ ჩაანაცვლოს, დაიმსახურა.
ყველაზე სწრაფი
21 მარტი 2021 23:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული