express.de: "ბაიერნმა" შეიძლება კვარაცხელია შეიძინოს

AutoSharing Option
გერმანული "ექსპრესი" იტყობინება, რომ "ბაიერნს" გუნდის გაახალგაზრდავება სურს, საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" 20 წლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ზაფხულში მისი დამატება უნდა.

გამოცემა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამს ციტირებს, რომელიც თავის კლიენტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ეს სტატია ფაქტიურად ორიოდ დღის წინ "SPORT1"-ში "ესტადიო დეპორტივოზე" დაყრდნობით გამოქვეყნებული მასალის ინტერპრეტირებული ვარიანტია.

ხვიჩამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა, ყაზანურ
კლუბთან კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ert rames vityvi arian iseti bichebi sadac arunda moxvdnen tavs daimkvidreben vtvli rom xvicha asetia. sluckis didi damsaxurebaa rom xvicha kargad tamashobs magram siomintanac egre iyo xvicha. lokomotivshi rom darcheniliyo ar gamikvirdeboda lokos lideri gamxdariyo. me sluckis kiar vaknineb magram mjera xvicha rubinshi iqneba tu baiernshi yvelgan lideri gaxdeba sheidzleba baiernshi erti ori weli daschirdes magram is amas shedzlebs radgan bichi bazaze cxovrobs da manqanac kiar yavs. yvelam vicit ra asakshia fuli da popularoba aqvs rusi gogoebi gartoba magram is bazaze cxovrobs da manqana ar yavs. ai esaa profesionalizmi genacvale xvicha shen yvelafers shedzleb da qartveli gulshematkivari yoveltvis gverdit geyoleba...
gulshematkivari
19:49 03-04-2021
0
ხვიჩას ახვევენ თავს, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია და არ შეუძლია ეგრევე დიდი ნაბიჯის გადადგმა. არადა აშკარად ეტყობა, რომ ის უკვე შემდგარია და მზადაა ნებისმიერ დიდ კლუბში სათამაშოდ. მის ასაკში უკვე არიან მინიმუმ ლევერკუზენის დონის კლუბში თუარა მთლად ბაიერნში მისი დონის ტალანტები. ბავშვი კიარა ახალგაზრდა მამაკაცია. მესმის, რომ კლუბის პრეზიდენტს რაც შეიძლება მეტი მილიონის გამომუშავება უნდა და თავადაც აღიარა შევთავაზებ ახალ კონტრაქტსო და მინდა რაც შეიძლება მეტი ხანი დარჩეს ჩვენთანო, მაგრამ თუ მართლა უნდათ მისთვის კარგი, წელს უნდა გაყიდონ. რათქმაუნდა იმას არავინ უკარგავთ რომ ხელი შეუწყვეს წინსვლაში, უბრალოდ არც უნდა შეაფერხონ ფინანსური მოგების გამო. ისედაც 3 წელი დარჩება ეს სეზონი რომ გავა კონტრაქტის ამოწურვამდე და რა გახანგრძლივება კიდე? ფინანსური ინტერესები აშკარად იკვეთება. კი უნდა იყოს კიდეც ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა გადააყოლონ ადამიანი ამ ყველაფერს. ახლა მისთვის თითოეულ ნაბიჯს დიდი მნიშნელობა აქვს
Haaland
13:55 03-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული