voetbalnieuws: ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

AutoSharing Option
voetbalnieuws-მა "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და მისი მდგომარეობის შესახებ გუნდის მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარიც დაურთო:

ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

"გიორგი ჩაკვეტაძე ოდესმე ჩადგება მწყობრში? "გენტში" მოსვლისას ის დიდ ტალანტად ითვლებოდა და ისე მოჩანდა, ამართლებდა მოლოდინს, ვიდრე ტრავმათა სერიამ არ შეაწუხა.

თითქოს ბოლოს და ბოლოს ჩაკვეტაძე დაბრუნების გზას დაადგა, რადგან სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩებში საკმაო სათამაშო დრო მიეცა. "სტანდარდთან" შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოულოდნელად გიორგიზე სიახლე შეგვატყობინა:

"მას კვლავ მოუხდა საწვრთნელი პროცესის მიტოვება და მხოლოდ
გუშინ შეუერთდა საერთო ჯგუფს. ამდენად, დასადგენია, რამდენად იქნება მზად".

ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი სულ ცოტა ხნის წინ 9 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აქვს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ადგილი ხომ არ აქვს ისევ ძველი ტრავმის რეციდივს".

ბელგიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი "სტანდარდსა" და "გენტს" შორის" 4 აპრილს ლიეჟში გაიმართება და დღეს გაირკვევა, შეიყვანენ თუ არა ქართველ ლეგიონერს განაცხადში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგიერთები წერენ წამოვიდეს ბელგიდან ვინ არის ამის აგენტი და ა.შ ფეხბურთელმა რომ ტრავმა მიიღო და შემდეგ ეს ტრავმა გაუმიზეზდა აგენტი კლუბი ჩემპიონატი და მწვრთნელი რა შუაშია?? ვინც ითამაშა მაგ გენტში და კარგად გამოიყურებოდა ის დღეს ლიგა 1 ს გუნდში წამყვანი ფეხბურთელია და მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი ჩაკვეტაძეს და კიდევ კარგი რომ აქვს ეს კონტრაქტი რომ მომავალ სეზონში ექნება შანსი რომ იბრძოლოს ძირითადისთვის ითამაშოს და თავი გამოიჩინოს ახლა რომ წამოვიდეს სად უნდა წავიდეს? ფეხბურთელი რომელსაც ნორმალურად ფეხბურთი 2 წელია არ უთამაშია ტრამვირებული იყოო აღარავის რადარზე აღარ არის თუ წავა უნდა წავიდეს გენტზე და ბელგიაზე დაბალი დონის კლუბში და ჩემპიონატში მასე წამოვიდა ყენიაც 21 წლის შალკედან კონტრაქტი რომ დაუმთავრდა 10 წელი კიდე ითამაშა იმ ბიჭმა ასე თუ ისე ფეხბურთი მარა მისი კარიერა დაღმაა სვლაზე წავიდა რადგან უფრო და უდრო დაბალ დონეზე ჩადიოდა ბოლოს დუდელაჟში დამთავრა კარიერა როცა მისმა გუნდელებმა შალკედან ბარსელონაში ლივერპულში და ბაიერნში ითამაშეს ჯერ უნდა ითამაშსოს ჩაკვეტაძემ ქონდეს კარგი სეზონი ან სეზონები კიდევ გამოჩინოს ნაკრები და კლუბში თავი როგორც კვარაცხელიამ გამოიჩინა ამ სეზონში და მერე უნდა წავიდეს კარგ კლუბში და ჩემპიონატში ახლა საშაულოზე დაბალი კლასის ლიგაში წასვლას რა აზრი აქვს ?? ჯობია დარჩეს იქ სადაც არის იცნობს იქაურ სიტუაცის მწვრთნელს ფეხბურთელებს ჩემპიონატიც იცის და იბრძოლოს იშრომოს თავი გადადოს ივარჯიშოს და დამტკიცოს თავის შესაძლებლობები.
ზაზა
00:05 04-04-2021
3
ბელგია ჰოლანდია და ასე შემდეგ იქ ფეხბურთი ნაკლებად ეგ უფრო ბიზნეს გავს ოღონდ პირდაპირი მიმართულებით იყიდა 2-3 მაგად გაყიდა არ გაამართლა სვალკაზე მოისროლა სულ კიდია გენტს გავა თუ არა ლიგაზე ან რა ტრენერები იქ დაინახეთ?
რუსები ოკუპანტები ატიან და ქარჸველ ფეხბურთელებს კლავენ ხო??
ჩორნა
22:43 03-04-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული