კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა და "რუბინი" დააწინაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "რუბინი" საკუთარ მოედანზე 1:0-ს უგებს "სოჭის".

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ კვარაცხელიას მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დასვენების საშუალება მისცა და სასტარტოში არ დააყენა. პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარე დიუპინმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა ყაზანური გუნდი. ხვიჩა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, მე-60 წუთზე ცაგალოვს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სპორტალ, ხვიჩას გოლები და მომენტები ცოტა გრძლად რო ამოჭრათ არ შეგიძლიათ? ოღონდ მართლა მაინტერესებს (შეიძლება არ ჭრით და აკოპირებთ), ძალიან საინტერესოა გოლის გატანამდე რა სიტუაცია იყო, მწვრთნელის რეაქციები და ა.შ. შეიძლება ამ გოლს მთლად არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ზოგადად ხშირად მქონია ასეთი რეაქცია თქვენს დადებულ ვიდეოებზე, გმადლობთ წინასწარ
jigari
22:52 03-04-2021
1
ერთი ნაბიჯი კიდე ერთი და მერე ვიყიდი გრანდის მაისურს რომელსაც კვარაცხელია ეწერება ზურგზე. ცილ ცოტაც ... ვეღარ ვითმენ...
დიმო
21:34 03-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული