ეს ბიჭი ფენომენია - შეცვლაზე შესულმა ხვიჩამ "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "რუბინმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "სოჭის".

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ კვარაცხელიას მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დასვენების საშუალება მისცა და სასტარტოში არ დააყენა. პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარე დიუპინმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა ყაზანური გუნდი. ხვიჩა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თამაში გარდასახა: მე-60 წუთზე ცაგალოვს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 72-ე წუთზე შორიდან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა.

მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეორე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი მეტოქის სწრაფი შეტევა შეაჩერა და ყვითელი
ბარათი მიიღო.

ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა, მისი გუნდი კი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულაღა აშორებს და 10 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბრავო კვარო კარგი გასროლა იყო: )) ფენომენის სახელიც დაიმსახურე უკვე არა რაა პროგრესი აშკარაა: ))
Georgia
04 აპრილი 2021 13:42
1
თქვენ არა გაქვთ წარმოდგენილი რა ხდებოდა გუშინ კაზანში .... მთელი სტადიონი წამოდგა როცა ზვიჩა მოედანზე გამოვიდა )))) და როცა გოლი გაიტნა კინაღამ დაამტვრიეს სტადიონი ...
ჯონი
04 აპრილი 2021 12:41
0
აურაგაჭიმა!
Biannkoneri
04 აპრილი 2021 02:08
1
https://www.youtube.com/watch?v=_UuDLDcxThQ ეს ვიდეო ნახეთ სლუცკიზე რა მაგარი მწვრთნელია და ხვიჩა დიდი ფეხბურთელი რომ გახდები უდიდესი როლი ითამაშა ამაში სლუცკიმ!!
აზრი
04 აპრილი 2021 01:02
1
აუუ როგორი ამაყი ვარ! დავაი კვარა შებერეეეეეე, გლოცავთ მარტვილიდან
c
04 აპრილი 2021 00:04
1
რა ბიჭი გვყააავს!!!!
gurulo
03 აპრილი 2021 22:21
1
მიყვარს როცა ქართველს შორიდან გააქვს. იშვიათად მაგრამ მაიც.
ლუკა
03 აპრილი 2021 21:21
1
აუუუ ბრავოოოო რაააა , ბრავოოოოოოო
ლშა
03 აპრილი 2021 20:40
1
მგონი რუბინი იმდენს იზამს, რო ხვიჩას და სლუცკის ორივეს წაიყვანს ბაიერნი:)
გიგლია
03 აპრილი 2021 19:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული