კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
"გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ Postv-სთან საუბარში ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"გიომ თავიდან ჯვარედინის ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ ტკივილები ჰქონდა, რის გამოც დიდი პერიოდი გამოტოვა.

ახლა ეს ტრავმა მორჩა და ბოლოს ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, მხოლოდ კუნთი გაეჭიმა, რაზეც "გენტის" მწვრთნელმაც ისაუბრა.

ვფიქრობ, ძალიან მალე ის გუნდის განაცხადშიც მოხვდება და ითამაშებს, რადგან მას საგანგაშო აღარაფერი ჭირს და "გენტსაც" პლეი-ოფში მოსახვედრად უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს.

ჩაკვემ ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანა და თითქმის ორი წელი გამოტოვა, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ მისი მონაცემების ფეხბურთელს კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია", - თქვა გახოკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დროზე მიხედეთ გიოს ან გამოაცხადეთ რო არ შეგიძლიათ და ვისაც შეუძლია ის დაიქირავეთ
შოკირებული გულშემატკივარი
05 აპრილი 2021 11:00
0
ნიჭიერებს ურტყავენ ფეხებში და ზოგი ამას ვერ უძლებს
საქ...
05 აპრილი 2021 09:49
0
ეს რა ჭირი გვჭირს თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება ყველას ტრამვა აქვს. (კვარას ჯვარი სწერია)
Ddd
04 აპრილი 2021 23:13
0
რაღაცა მთლად დამაჯერებლად ვერ თქვა რომ ტრამვა საბოლოოდ განიკურნა ისეთი არაფერი სჭირს რანაირი ნათქვამიაა ?? ასეთო სჭიირს ??
bejo
04 აპრილი 2021 22:37
0
დღეს იაშკას ინტერვიუ შემხვდა და ტრამვა აქვს ისევო და რავიციი ))
rodemdeeee
04 აპრილი 2021 15:42
7
ლოგოპედიც უნდა და "მანორალური" (ჟესტების და მიმიკის) ენის სპეციალისტიც
ტოტონცი
05 აპრილი 2021 10:08
1
იაშკას ნალაპარაკევი, რომ გაიგო ლოგოპედი უნდა იყო.DDD
fff
04 აპრილი 2021 23:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული