კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
"გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ Postv-სთან საუბარში ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"გიომ თავიდან ჯვარედინის ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ ტკივილები ჰქონდა, რის გამოც დიდი პერიოდი გამოტოვა.

ახლა ეს ტრავმა მორჩა და ბოლოს ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, მხოლოდ კუნთი გაეჭიმა, რაზეც "გენტის" მწვრთნელმაც ისაუბრა.

ვფიქრობ, ძალიან მალე ის გუნდის განაცხადშიც მოხვდება და ითამაშებს, რადგან მას საგანგაშო აღარაფერი ჭირს და "გენტსაც" პლეი-ოფში მოსახვედრად უმნიშვნელოვანესი თამაშები აქვს.

ჩაკვემ ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანა და თითქმის ორი წელი გამოტოვა, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ მისი მონაცემების ფეხბურთელს კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია", - თქვა გახოკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დროზე მიხედეთ გიოს ან გამოაცხადეთ რო არ შეგიძლიათ და ვისაც შეუძლია ის დაიქირავეთ
შოკირებული გულშემატკივარი
11:00 05-04-2021
0
ნიჭიერებს ურტყავენ ფეხებში და ზოგი ამას ვერ უძლებს
საქ...
09:49 05-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული