ისინი, ხვიჩასთან ერთად, ფუნქციებს კარგად გადაინაწილებენ... - "მილანი" კვარაცხელიათი სერიოზულად დაინტერესდა

AutoSharing Option
ინტერნეტგვერდი Milanlive ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერს და სრულებითაც არ გამორიცხავს, ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის გამარჯვებული გუნდის რიგებში გადაბარგდეს.

"ხვიჩა ძალიან სწრაფია. იგი, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს, თუმცა ძალიან მოქნილია და შეუძლია შეუტიოს როგორც ცენტრიდან, ასევე მარჯვენა ფრთიდან. "მილანში" რებიჩი, ლეაო და ჰაუგეა. ისინი,  ხვიჩასთან ერთად, კარგად გადაინაწილებენ ფუნქციებს." - წერს გამოცემა.

Milanlive კვარაცხელიას მიმართ ასევე დორტმუნდის "ბორუსიასა" და ტურინის "იუვენტუსის" აქტიურ დაინტერესებაზეც საუბრობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირადად ჩემი აზრით მე მირჩევნია დორტმუნდში გადავიდეს
გოგა
06 აპრილი 2021 14:22
0
ახლა ასეთ მილანში გადასვლა არ არის კარგი ნაბიჯი. მილანი წარმატებებს ვეღარ აღწევს, არადა გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას დიდი მოთხოვნები აქვს, შესაბამისად ხშირია მწვრთნელების ცვლა და არასტაბილურობები. ჯობია საშუალო კალიბრის და ამბიციის, მაგრამ რეალურად უფრო სტაბილურ და წარმატებულ გუნდში გადავიდეს: მაგალითად, ლაციო, რომა, ნაპოლი, სევილია, რეალ სოსიედადი, ბეტისი, ვილეარეალი, ლაიფციგი, ლევერკუზენი, ლიონი, დორტმუნდიც შეიძლება
sul2
05 აპრილი 2021 23:02
3
შენ ფეხბურთს უყურებ საერთოდ??
gg
06 აპრილი 2021 11:00
0
cnobistvis shevchenko da kaladze milanis pirvel meore adgilebs inawilebdnen normativebis chabarebashi. ukraina ruseti sheidzleba klasit chamouvardeba evropas magram ara gamdzleobit. xvicham kargad imushava nakrebshi fizmomzadebaze maqvs saubari. chemi azrit germania uketesi variantia magram italiac mshvenieri iqneba. xvichaze ar idardot sadac arunda gadavides adaptacias rom gaivlis mwvrtnelis darigebebs gaigebs da lideri gaxdeba max erti weli daschirdes. qarveli kakaa xvicha...
ooo
05 აპრილი 2021 17:58
0
Milanlive-ზე ყველგან ვეძებე,მაგრამ ეს ინფორმაცია ვერსად ვერ ვიპოვე...იტალიურიდან რუსულზე გადავიყვანე საიტი სპეციალურად,რომ ეგება სადმე ვიპოვო თქო. ლინკი მაინც დადეთ,სადაც შეეძლება ნახვა გულშემატკივარს ამ ინფოს. და საერთოდ ყოველ დღე კვარაზე წერა არაა კარგი,ჩამთავრდეს ეს სეზონი ბოლომდე და სატრანსფერო ფანჯრის დრო გამოჩნდება ყველაფერი. წარმატებები ხვიჩას!
გიორგი-ბათუმი 97
05 აპრილი 2021 17:33
1
"მილანის" ფეხბურთელები იმდენს დარბიან,რომ მათ კვალზე სირბილს,ხვიჩა ვერასოდეს შეძლებს.ხვიჩა სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და არა მგონია,ერთმანეთს მოერგონ.
სოსო
05 აპრილი 2021 15:26
16
კი,გურულო,წამოეწევა,მაგრამ რასაც მილანი თამაშობს,ეს,ხვიჩას თამაში არ არის.უსახური გუნდი გახდა,თავაწყვეტილ სირბილზე დამყარებული და სწორედ ამიტომ არ მგონია,მისთვის შესაფერისად.გულიტ- ვან ბასტენის დროიდან მოყოლებული,მათი გულშემატკივარი ვარ იტალიაში,მაგრამ არ მომწონს დღევანდელი მათი სტილი(თუ უსტილობა) და არ მემეტება მათთვის, ხვიჩა.სულ ესაა.
სოსო
06 აპრილი 2021 10:54
0
ისინი ასეთებად ხომ არ დაბადებულან,ვარჯიშით მიაღწიეს,ხვიჩას მონდომებას რომ ვხედავ მე მგონი მალევე წამოეწევა.კახი კალაძემ ლობანოვსკის ვარჯიშებზე გონს კარგავდა,მაგრამ მოინდომა და მიზანსაც მიაღწია.წარმატებები და სპორტული იღბალს ვუსურვებ ხვიჩას.
gurulo
05 აპრილი 2021 16:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული