ხვიჩა "რუბინის" ფანებმა საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "სოჭისთან" რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და გატანილი გოლით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. თუმცა "მატჩ პრემიერმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყაზანური გუნდის ნახევარმცველი დარკო იევტიჩი მიიჩნია.

"რუბინის" გულშემატკივრებმა კი კლუბის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში საუკეთესოდ კვარაცხელია აღიარეს. ჩვენებურს გამოკითხულთა 73%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 10%-ით იური დიუპინი გავიდა, ხოლო მესამეზე 4%-ით - ოლივერ აბილდგორი. იევტიჩი სამეულშიც ვერ მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული