უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
მილანი მაგარია ძალიან,კალაძე ეყოლება პატრონად , ჰოდა მერე ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული,მახსოვს შევა რო მივიდა მილანში, არც ისე კაი დრო ჰქონდათ ,მაგრამ შევამ მილანის ყველა მოწინააღმდეგე გააცამტვერა ,ამიტომ ჩემთვის უდიადესია შევა ,იმედია ხვიჩა მილანის მორიგი ლეგენდა გახდება .მიდი კვარაცხელია ივარჯიშე დღე და ღამე ,ჭკუა და ტალანტი კი გაქვს ღვთის მადლით,სადაც არ უნდა მოხვდე საუკეთესო უნდა იყო,არაფერმა არ დაგიბინდოს გონება ,დიდება ,ქალები ,გართობა, ეგ ყველაფერი შენს წინააღმდეგ იქნება ,მაგან დაღუპა ქინქი ,მტკიცედ იყავი ძმურად , გაგვახარე და შენზე მაგარი გულშემატკივრები არავის ეყოლება ,რაც მთავარია ჩვენი ლეგენდა იქნები ,როგორც ყიფიანი, დარასელია როგორც მესხი და სხვები, შეეენთან,შენთანა ვააართ ...
ნურაფრის ნუ გეშინიაააა !
დევკალიონი
06 აპრილი 2021 22:57
4
პიროქით ბაიერნში კიარა მილანში უნდა წავიდეს რომელიც მალე კრიზის დაძლევს და ლიგასაც მოიგებს რა რუბინში განათხოვრება მან იქ უკვე ყველაფერი დაამტკიცა მილანი აწი დაიწყებს ტიტულების ისევ მოპოვებას როგორც ადრე ქნა კალა და შევა როცა გადავიდენ აი მეორე სეზონიდანვე დაიწყეს ყველაფრის მოგება რადგან მანამდე შვიდწლიანი კრიზისი ქონდათ როგორც დღეს ხოლო ბაიერნი ერთი 7 წელი ვერ მოიგებს ლიგას თუ მეტი არა. ოეეე ეგ მილანია და არა ვიღაცის ფანჩატური მილანი მეორე გუნდი რეალის მერე გაიგეთ რა რუბინი რუბინი არა კუზბასი კოდე ეგ გავლილი თემააა და მჯერა კვარა ნაბიჯს უკან აღარ გადადგამს ის ფეხბურთელია და არა ტურისტი ფეხბურთელის ფორმაში აქეთ იქეთ რო ანათხოვრებენ გაცვეთილი ზაპასკასავით.მიდი კვარა კალაძეზე ნაკლები ტიტული არ დამანახო ჯიგარო ეხლა შენი დროა.
zazaწელი ვეღარ მოიგებს ვერაფერსბ
06 აპრილი 2021 17:41
8
ხალხო ვის რა საქმეა რამდენს დაააფასებს რუბინი, ეფერებიან თან ყვებიან ბიჭს პრესა არ აკლია სიყვარული და პატივისცემა, ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. ჩვენთვის 19 მილიონად გაიყიდება თუ 319 მილიონად უფრო მეტად შეგვიყვარდება თუ რა. ფული წყვეტს სიყვარულს? საქართველოსთვის ხვიჩა შეუფასებელია და მტავარია კარგად იყოს და გაგვახაროს. არაა საქართველო საფეხბურთო რუკაზე და იმიტომაცაა ასეთი ფასი, აღარ ვითვლებით საფეხბურთო ქვეყნად. იყოს ჰოლანდიელი, ესპანელი ან არგენტინელი 60 მილიონი ეღირებოდა უკვე.
ქართველი
06 აპრილი 2021 17:08
2
კი ეღირობოდა 60 მილიონი, მაგრამ არა იმიტომ რომ არგენტინელია ან ესპანელი,არამედ ან ბოკადან ანდა ვალენსიიდან იქნებოდა და არა რუბინიდან თუ გაზმიასიდან))) ნუ გაახურეთ რა რუსეთუმეებმა,კარგად გესმით რომ რუსულ კლუბში თამაში არაფრის მომცემია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
ჟორა
06 აპრილი 2021 23:42
4
ხალხო ვის რა საქმეა რამდენს დაააფასებს რუბინი, ეფერებიან თან ყვებიან ბიჭს პრესა არ აკლია სიყვარული და პატივისცემა, ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. ჩვენთვის 19 მილიონად გაიყიდება თუ 319 მილიონად უფრო მეტად შეგვიყვარდება თუ რა. ფული წყვეტს სიყვარულს? საქართველოსთვის ხვიჩა შეუფასებელია და მტავარია კარგად იყოს და გაგვახაროს. არაა საქართველო საფეხბურთო რუკაზე და იმიტომაცაა ასეთი ფასი, აღარ ვითვლებით საფეხბურთო ქვეყნად. იყოს ჰოლანდიელი, ესპანელი ან არგენტინელი 60 მილიონი ეღირებოდა უკვე.
ქართველი
06 აპრილი 2021 16:50
2
იმ გრანდს რომელიც ამ ბიჭს აიყვანს, წარმოდგენაც არ აქვს რა ბრილიანტღან აქვს საქმე. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე (თორე აგერ თქვენ და აგერ მე) ხვიჩა არის არა მხოლიდ ქართული არამედ მსოფლიო ფეხბურთის მომავალი სუპერ ვარსკვლავი და იმის მიუხედავად თუ რომელ გრანდში გადავა, მაქსიმუმ 6 თვე ან 1 სეზონი დასჭირდეს შემადგენლიბაში მყარი ადგილის დამივიდრებისთვის და მას შემდეგ რაც ამას (აუცილებლად) შეძლებს, ის შემდეგი 10 წლის განმავლობაში მაინც მუდმივად იქნება “ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორთლისტში, დიდი ალბათობით მინიმუმ სამეულში და მაქსიმუმ ამ ჯილდოსაც დაეუფლება. ყვლას გვესმის რომ ოწროს ბურთი მხოლიდ ინდივიდუალურ მიღწევებზე არაა დამოკიდებული. გუნდმაც უნდა აგიბას მხარი და ტიტულები მოიგოს. ეს აუცილებელი პირობაა. ხოლი მილანი რომ (სამწუხაროდ) არაა დღეს არც სკუდეტოსთვის და მითუმეტეს არც ჩლ-ს მოგებისთვის მზად. ამიტომ ბაიერნის შეთავაზება - 5 წლიანი კონტეაქტი და 1 წელი რუბინში არენდით დარჩენა კარგი ვარიანტი ჩანს. ბაიერნთან ერთად მოიგო ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი თორე იგივე შედეგიანობა დორტმუნდში ან მილანში რომ ჰქონიდა მხოლიდ შორთლისტში ყოფნას დასჯერდებოდა.

ხვიჩასთან ერთად, მონავალი 10 წლის განმავლიბაში ასევე გაიბრწყენენ და ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ ჰოლანდი, მბაპე და სანჩო.

მოკლედ საინტერესო წლები გველის დეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს.

მიდი ხვიჩა!!!
Zaza
06 აპრილი 2021 15:58
7
სლუცკიმ უთხრა საიმანოვს რაა 19 მილიონი ბარემ 20 გეთქვაო და იმან-რა 20 ღორები ხომ არ ვართოო P და სერიოზულად რომ ვთქვათ ვინც ამბობს 19 მილიონი იაფიაო არ გკიდიათ ? პირიქით ძალიანაც კარგია ძვირად რომ არ აფასებენ იმიტომ რომ უფრო ბევრი გუნდი გამოუჩდება და საქმე ასარჩევად ექნება ! თანაც როგორც ვიცი კონტრაქტში ჩააწერინა ჯუღელმა რომ როგორც კი გამოჩდებოდა ტოპ 5 ლიგების გუნდი არანარი დაბრკოლებას არ შეუქმნიდნენ და რაღაცა სასწაულ თანხას არ მოითხოვდნენ
ზურა222
06 აპრილი 2021 15:54
0
რითია დემბელეზე ნაკლები 100 მილიონად რო გადავიდა ბარსაში?
გიორგი
06 აპრილი 2021 15:04
4
დღეს არ უთქვია საიმანოვს ჩვენთვის არავის მოუმართავსო?
Levani
06 აპრილი 2021 14:58
1
თუ ბაიერნი მართალია ამ მშრომელ ახალგაზრდას უკეთესს ვერ ვუსურვებ სტაბილური ზრდისთვის და განვითარებისთვის.

სადაც არ უნდა წავიდეს ჯანი მისცეს, მგლის მუხლი და ზვავის სიმარდე
ლუკა
06 აპრილი 2021 13:49
0
19 რაა, ესეც კოვიდი ხომ არაა, ვფიქრობ ტრანსფერმარკეტში ყველაზე სანახავია და ვინაიდან თუნდაც მოლაპარაკებები გასტანს მინიმუმ თვე და რადგანაც ყველაზე მზარდი აღმოჩენაა სხვებისთვის, საუკეთესო კოლაჟიტ იუთუბზე, ამიტომ ეჭვი არაა, წამოვა უფრო სხვა წინადადებებიც. წარმატებები!!!
მინდია
06 აპრილი 2021 13:38
1

სიახლეები პოპულარული