"მილანს ტიტულისთვის ბრძოლაში გაძლიერება სჭირდება" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე საუბარს აგრძელებს...

AutoSharing Option
იტალიური მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში დაკარგული ქულების შემდეგ "მილანს" ენერგია გამოელია, რათა თანაქალაქელ "ინტერს" ტიტულისათვის ებრძოლოს. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ მომავლისათვის ფიქრი უკვე დაიწყო.

"კალჩომერკატოს" ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დადგომისთანავე ლომბარდიელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ყაზანის "რუბინის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩას შეტევის ორივე ფლანგსა და პლეიმეიქერადაც შეუძლია თამაში. 

სტატიაში ესპანური "სევილიას" ინტერესზეცაა საუბარი. "კალჩომერკატო" კვარაცხელიას ფასს დაახლოებით 20 მილიონს ასახელებს.

Calciomercato

მკითხველის კომენტარები / 9 /
არის ასეთი ინგლისური ფრაზა make a difference, ანუ განსხვავების შექმნა, სიტუაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. კვარაცხელია არის სწორედ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ ტაქტიკაში შეუძლია განსხვავების შექმნა, როგორც პოზიციური შეტევების დროს, ასევე კონტრშეტევების დროს. მილანისთვის კვარა იქნება მისწრება..
ქუთაისელი
08 აპრილი 2021 12:19
0
ხვიჩა "სევილიაში"!
მერაბი
08 აპრილი 2021 09:47
6
კვარა არ არის ის კაცი რომ ვინმესთან კონკურენცია გაუჭირდეს,მე ასე ვიცნობ მას
ბაჩი
07 აპრილი 2021 20:49
0
გეთანხმები ძმა
irakli
07 აპრილი 2021 21:37
2
ზურა გეთანხმები, ზაფხულამდე დიდი ალბათობით არაფერი არ იქნება,მერე კი ჩვენმა მაგარმა ბიჭმა აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთი,მაგრამ მე პირადათ არ მინდა მისთვის რომელიმა ტოპ ლიგის ტოპ გუნდი იმიტომ,რომ კვარამ უნდა ითამაშოს რაც შეიძლება ბევრი დრო თუნდაც რომელიმე ტოპ ლიგი საშუალო გუნდში,მერე კი დაახლოებით ორ წელში შეეწიოს მას უფალი ნებისმიერ ტოპ გუნდში.
sake
07 აპრილი 2021 20:23
3
წარმატებები კვარას, მე უფრო სევილია მხიბლავს, ესპანურ ფეხბურთს ალღოს აუღებს და მისი ოცნების გუნდი მადრიდის რეალიც ხელის გაწვდენაზეა!
რაულ გონსალეს ბლანკო
07 აპრილი 2021 18:39
12
ზაფხულამდე ვფიქრობ კონკრეტული არაფერი არ იქნება ყველა დაელოდება სეზონის დასრულებას და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი იმედი მაქვს რომ კვარა მილანში ითამაშებს რადგან მის პოზიციაზე მილანში ნამდვილად არ არიან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები რომლთა ამოგდებასაც და კონკურენცისაც კვარა ვერ შეძლებს
ზურა
07 აპრილი 2021 17:39
1
Force milanooo force kvaracxelia❤❤❤
მარგალა
07 აპრილი 2021 16:49
1
❤❤❤
Batumi
07 აპრილი 2021 15:51
0

სიახლეები პოპულარული