ყაზაიშვილმა ბურთი ცენტრში მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და დიდებული დარტყმით გოლი გაიტანა! ქართველის ბენეფისი კორეაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ვაკო ყაზაიშვილმა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს.

ჩვენებურმა მატჩის 29-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელ კიმს გოლის გატანაში დაეხმარა.

მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე, ვაკომ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კარშიც დიდებულად დაარტყა.

ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს, შეხვედრა კი 3:2 დასრულდა.

ვაკოს "ულსან ჰიუნდაი" 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება.

"ჰიუნდაი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "სუვონის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან ლამაზი გოლია მაგრამ გული მტკივა რომ ვაკოს ნაირ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი კორეში თამაშობს მახსოვს ვიტესში ბოლო სეზონი ძალიან კარგი ქონდა გოლებიც გაქონდა და საგოლე პასებსაც აკეთებდა ამის მერე საფეხბურთო თვალსაზრისით გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღო ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი ჯერ პოლონეთში წავიდა ჰოლანდის ჩემპიონატიდან რატომ უნდა წახვიდე პოლონეთში? მე პირადად არ მესმის და პოლონეთიდან ამერიკაში თან (მლსის სუსტ გუნდში) და ამერიკიდან კორეაში არადა ჩემი აზრით მას შეეძლო დღეს ევროპის რომელიმე ტოპ ჩემპიონატის გუნდშიც თავისუფლად ეთამაშა არ ვამბობ რომ გრანდში მაგრამ ტოპ ჩემპიონატის საშუალო კლასის გუნდში თავისუფლად ითამაშებდა მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.
ზაზა
17:36 07-04-2021
4
კარგი ისაა რომ ვაკოს ეტყობა წონის ცამოყრა, თუ მას ზედმეტი წონა არ აქვს ყოველთვის ძალიან პროდუქტიულია (თავის დროზე ზაზა ჯანაშიამ წონა აქ დააგდო დაბალკალორიული ძაღლის ხორცის წყალობით, შეიძლება ახლაც მაგ თემააა ))), რასაც ვუყურე ნორმალური ჩემპიონატია, ნაკრებს ვაკო ჭირდება და აქ ფორმაში იქნება სულ.
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული