ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას ტრანსფერი რესპუბლიკის მთავრობის დონეზე განიხილება

AutoSharing Option
თათრეთის სპორტის მინისტრმა ვლადიმირ ლეონოვმა "რუბინის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

"მინდა თუ არა, რომ კვარაცხელია ყაზანში დარჩეს? ვფიქრობ, ეს მარტო ჩემი კი არა, არამედ გულშემატკივართა უმეტესობის სურვილია. ეს ბიჭი აღმოჩენაა. სასიამოვნოა, რომ აქ გაიხსნა. თვითონ ბიჭიც სასიამოვნოა, პოზიტიური. შემდეგ უკვე მისი გადასაწყვეტია.

თუ ევროპულ გრანდში ითამაშებს, მისთვის ურიგო არ იქნება. კლუბის გენერალური მენეჯერის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ სეზონის ბოლომდე აუცილებლად აქ ითამაშებს. შემდეგ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, როგორ დაასრულებს "რუბინი" სეზონს", - ციტირებს ლეონოვს
Р-Спорт-ი.

ხვიჩას ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ