იტალიური პრესა: ომი დაწყებულია! "მილანი" და "იუვენტუსი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ

AutoSharing Option
Tuttojuve24 წერს, რომ "იუვენტუსი" "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.

წყაროს ცნობით, ეს ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იქვე წერენ, რომ მას წინ დაბრკოლებები ექნება.

"ომი დაწყებულია... პარატიჩი სერიოზულად ფიქრობს, რომ კვარაცხელია შეიძინოს, რადგან ის ახალგაზრდაა და ტურინში ფიქრობენ, რომ დიდი მომავალი აქვს.

თუმცა "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს ძალიან დიდი დაბრკოლება შეექმნება. "მილანს" ფეხბურთელის მიმართ ასევე სერიოზული ინტერესი გააჩნია და თანაც "რუბინი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ
საკმაოდ სერიოზული თანხაა", - წერს საიტი.

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა თითქმის ყველა იტალიური წყარო ადასტურებს ცნობას, რომ "მილანსაც" და "იუვესაც" სურთ კვარაცხელიას შეძენა.

იწერება იმის შესახებაც, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავა და ორივე გუნდის წარმომადგენლებს დაელაპარაკება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მილანი იდეალური ვარიანტია
BIG9BENZ
09 აპრილი 2021 16:09
0
საკვირველია რომ არცერთი ინგლისური კლუბი არ დაინტერესებულა, ან ჩვენ არ ვიცით. არადა ინგლისში ყველაზე დინამიური თამაში მიდის და ზონებიც ხშირად იხსნება. თუნდაც ტოტენჰემში მოურინიოსთან, ან ევერტონში ანჩელოტისთან. ბევრს ისწავლის და მერე საოცნებო რეალი.
emigranti
09 აპრილი 2021 02:11
1
ჩემი აზრით სადაცაა ჯობია რომ იქ იყოს
სტალინი
08 აპრილი 2021 22:43
46
ამხა. სტალინო! გავიგეთ, რომ მოსკოვის ტორბედოს ფანი ყოფილხართ.
ამახანაგ სტალინს!
09 აპრილი 2021 12:37
0
შენ ეტყობა რევოლუცია ახალი მომხდარი გგონია!
ბერია
09 აპრილი 2021 10:33
0
ცოტა ხვიჩასაც კითხეთ, ხვიჩას რა უნდა და სად უნდა, თორე თქვე რა გინდათ, ვის რაში აინტერესებს?
კომენტარების ავტორებს.
08 აპრილი 2021 21:10
1
არ გინდა,იტალიას ესპანეთი ჯობია,ადვილი სათამაშოა ბევრად და უფრო ღია ფეხბურთია. იტალიელი ტაქტიკოსი მწვრთნელები სულ ჩაკეტავენ ამ ბიჭს და ძალიან შეზღუდავენ მგონია. იტალიაზე ადვილი ინგლისიც მგონია სათამაშოდ რომ ვუყურებ ამ იტალიას.
გია
08 აპრილი 2021 20:53
6
თუ მაგ კლუბებში მიდის თავიდანვე, მისი "რუბინის" ვიდეოებით დავკმაყოფილდებით კაი ხანი. ის ჯერ გარკვეულ დროს სკამზე გაატარებს მერე კი ის დრიბლინგი იქ არ გამოვა. წარმატებები.
ჯაბა
08 აპრილი 2021 20:46
14
იტალია დიდად არ მინდა მაგრამ თუ წავა, მაინც იუვეს ვამჯობინებდი(ვინ მეკითხება,ისე ჩემთვის ვფიქრობ.რონალდოსთან ერთად ბევრ რამეს ისწავლიდა).წარმატებები
კახა ქ.
08 აპრილი 2021 18:57
9
დარწმუნებული ვარ მილანში უფრო განვითარდება ვიდრე იუვეში ან მითუმეტეს ბაიერნში,კარგი ვარიანტი მგონია ასევე დორტმუნდიც.
P.S.მილანის გულშემატკივარი არ ვარ,იუვეს გარდა სხვა გუნდის თამაშებს თითქმის არ ვუყურებ ;)
შოთიკო
08 აპრილი 2021 18:55
6
ახალგაზრდა ფეხბურთელია აბუაშვილი პორტომ რო წაიყვანა..ხვიჩა არის ეროვნული ნაკრების ლიდერი,ჩამოყალიბებული მოთამაშე... 20 მილიონი ძალიან იაფია მე თუ მკითხავთ- როცა ფეხბურთელი ბამბუკივით იზრდება
Levani
08 აპრილი 2021 18:47
2
ასტანა ხუთას ათასს იხდის. არ გამაზოს ეს შანსი კვარაცხელიამ!!
გენა
08 აპრილი 2021 18:35
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული