ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გრიგალავა ნამატჩევს ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა!

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/4-ფინალში გია გრიგალავას "არსენალი" საკუთარ მოედანზე დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდა ცსკა-სთან და გათამაშებას გამოეთიშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტადიონის გვირაბში კონფლიქტი მოხდა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

33-ე წუთზე ტულელები ევგენი ლუცენკომ დააწინაურა. 48-ე წუთზე არმიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 55-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლუცენკოს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ხოლო 86-ე წუთზე დედაქალაქელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

გრიგალავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე მწვრთნელმა მის ნაცვლად შეცვლაზე შემტევი ვლადისლავ პანტელეევი შეუშვა.

championat-ის ცნობით, ნამატჩევს არენის გვირაბში ინციდენტი მოხ
და. კერძოდ, გრიგალავა და "არსენალის" თავდამსხმელი გურამ აჯოევი-უმცროსი (ამავე კლუბის პრეზიდენტის, გურამ აჯოევის შვილია), რომელიც სათადარიგო იყო, თავს დაესხნენ ცსკა-ს მწვრთნელებს და თავის გახვრეტით დაემუქრნენ. ისინი ძალით გაათრიეს და ჩხუბი ამით დასრულდა. თუმცა გიას, ალბათ, ამის გამო დასჯიან.

ასევე დაგაინტერესებთ