"თან "ვარსკვლავის სინდრომიც" არ აწუხებს..." - ხვიჩას რუსები გულთბილ კომენტარებს არ აკლებენ

AutoSharing Option
რუსულ პორტალზე უამრავ სტატიას წააწყდებით, სადაც ქართველ ტალანტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერენ. სტატიის ავტორიც და მკითხველებიც ნიჭიერ ქართველზე თბილ კომენტარებს აქვეყნებენ.

იშვიათად ხდება, როცა რუსეთის პრემიერლიგის მონაწილე რომელიმე გუნდის ფეხბურთელი ცნობილია საერთაშორისო დონეზე, თუმცა გატყდა ნავსი და იტალიური პორტალის, Ulitmo Uomo-ს ტოპ 50-ში ერთბაშად ორი ფეხბურთელი მოხვდა.

თუმცა განსაკუთრებული აქცენტი პორტალზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაკეთდა, რომლის თამაშის ხარისხი შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება. ქართველი ფეხბურთელი სწრაფ პროგრესს განიცდის, რამაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდები - "მილანი" და "იუვენტუსი" დააინტერესა.

იტალიელების შეფასებით, ქართველი ფეხბურთელის
დრიბლინგი გულგრილს არავის ტოვებს, ფეხბურთელი კი ბოლომდე იხარჯება ნებისმიერ შეხვედრაში, თან "ვარსკვლავის სინდრომიც" არ აწუხებს, თამაშობს ლაღად და თავისუფლად.

კვარაცხელიას მწვრთნელმა კარგად აუღო ალღო ქართველი ფეხბურთელის დადებით მხარეს და დააყენა იმ ფლანგზე, სადაც ის პრაქტიკულად თავისუფალია ბურთის მიღებამდე, ბურთის მიღების შემდეგ კი მასში თითქოს რაღაც ფეთქდება, სწრაფი ფინტებით უკან მოწინააღმდეგეებს იტოვებს და ულამაზესი გოლები გააქვს.

და მაინც, ვინაა ფეხბურთელი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა, ზვავივით წალეკა რუსეთის პრემიერლიგაში მონაწილე გუნდების მცველები და გააქვს ულამაზესი გოლები, თუნდაც ისეთი, როგორიც "სოჭს" გაუტანა? ხვიჩაა ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგეს სთავაზობს საკუთარ მონახაზს, ცვლის შეხვედრისას თამაშის ტემპს, სტილს და მანერას.

intermedia

alt"კვარაცხელია მალდინის ბლოკნოტში“ - ხვიჩაზე თვით Gazzeta Dello Sport-ი წერს...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული