ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სრული სვლით - კვარაცხელიას "რუბინმა" როსტოვშიც იმარჯვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" გასვლაზე "როსტოვს" 1:0 სძლია.

თამაში თანაბარი იყო, ძირითადი მოვლენები კი მეორე ტიმში განვითარდა: 70-ე წუთზე კვარაცხელია სამ მცველს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე პესიაკოვი დაეუუფლა, 73-ე წუთზე იევტიჩმა ყაზანელები დააწინაურა, 83-ე წუთზე ხვიჩას პასი მაკაროვმა მიიღო და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ბოლოს მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ხვიჩას საუკეთესო მატჩი რა თქმა უნდა, არ ჩაუტარებია, მცველი ტერენტევი პერსონალურად მეურვეობდა, ორი თანაგუნდელი მუდმივად აზღვევდა და გასაქანი არ მისცეს. ბუნებრივია, ვერცერთი
ფეხბურთელი და ვერც ხვიჩა ყველა შეხვედრაში ვერ გაიბრწყინებს და ამაში საგანგაშო არაფერია.

"რუბინმა" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, 43 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 აპრილს ეკატერინბურგში "ურალს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ