ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაიამ განაცხადა, რომ "ანორთოსისს" ტოვებს

AutoSharing Option
"აპოლონთან" კვიპროსის ჩემპიონატზე ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ გუნდს ტოვებს.

"მიუხედავად იმისა, თუ რომელ გუნდს ვხვდებით, ჩვენ ჩვენ თამაშს ვთამაშობთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვეულად ვითამაშეთ და მოსაგებად საუკეთესოდ გავისარჯეთ. რა თქმა უნდა, წელს მიზნის მისაღწევად ყველაფერი არ გამოგვივიდა და მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ გუნდმა ზედიზედ მეორე სეზონში ვერ მოახერხა ჩემპიონატის მოგება. თუმცა, ვაჩვენეთ, რომ არცერთი გუნდი ჩვენზე უკეთესი არ არის. ყოველთვის
რაღაც არ გვყოფნიდა, დღესაც იგივე მოხდა, ბედმა ზურგი გვაქცია.

თასზე აპოელ-თან ორი რთული მატჩი გვაქვს, იმედია, წარმატებას მივაღწევთ და ხასიათს გამოვიკეთებთ. ვამაყობ იმით, რომ ორი წელიწადი ამ ბიჭებთან ერთად ვიმუშავე. წელს ჩვენი ოცნება გრძელდება. იმედია, ჩემი ბოლო თამაში აქ თასის ფინალი იქნება", - ციტირებს ქეცბაიას larnakasports-ი.

ასევე დაგაინტერესებთ