სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-9 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" გასვლაზე "სუვონს" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 იმარჯვა.
სტუმრებმა გამარჯვებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს, შედეგანი გადაცემის ავტორი კი სწორედ ჩვენებური გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ "ჰიუნდაი" 42-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა.
ყაზაიშვილი კი აშკარად კარგ ფორმაში შედის. მან გასულ ტურში გოლიც გაიტანა და ასისტიც მიიწერა, რითაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
"ულსან ჰიუნდაის" 20 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-2 პოზიციას იკავებს.